Thumbnail

ქართული ტერორი შერკინებაში - დაჩაგრული არგენტინა და სამხრეთ აფრიკა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უმცროსი ბორჯღალოსნების საუკეთესო მომენტები შერკინებაში
  • საერთაშორისო ტურნირზე დაჩაგრული არგენტინა და სამხრეთ აფრიკა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკულ ტურნეში, საერთაშორისო მოსამზადებელი სერიის სამი მატჩი გამართა. 'უმცროსმა ბორჯღალოსნებმა' ნამბიიის A ნაკრებს მოუგეს, ხოლო არგენტინასთან და სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ. ილია მაისურაძის გუნდი მსოფლიოს თასისთვის ემზადება და ეს მატჩები ნაკრებისთვის დიდი გამოცდილება იყო.

20-წლამდე მორაგბეებმა ფიზიკური მომზადებით ტურნირის მაყურებელი კვლავ გააოცეს. მათ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ შერკინებაში და უმეტეს შემთხვევაში არგენტინელ და სამხრეთაფრიკელ თანატოლებს მარტივად ჩაგრავდნენ. 'უმცროსი ბორჯღალოსნების' საუკეთესო მომენტები შერკინებაში ერთ ვიდეო შეკრეს და rugbyonslaught.com-ზე გამოაქვეყნეს.

📺 ქართული ტერორი შერკინებაში

კომენტარები

ბოლო ამბები