Thumbnail

ლესტერმა არსენალს მარტივად მოუგო, ვარდის დუბლი მეთოფეებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლესტერი 3:0 არსენალი
  • არსენალს საქმე გაურთულდა, ლონდონელებს ოთხეულში შესვლა გაუჭირდებათ

პრემიერლიგის 36-ე ტურში ლესტერმა არსენალს უმასპინძლა და მეტოქეს 3:0 მოუგო. ბრენდან როჯერსის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და მატჩიც იოლად მოიგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც არსენალს მაიტლანდ-ნილსი გაუძევეს, ლესტერმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და 3 გოლი გაიტანა.

59-ე წუთზე ტილემანსმა ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს კიდევ ორჯერ გაიტანეს - ჯეიმი ვარდიმ 86-ე და 95-ე წუთებზე შეძლო გოლების გატანა და არსენალის კარში გატანილი გოლების რაოდენობა რვამდე გაზარდა.

ლესტერს 51 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. არსენალს 66 ქულა დარჩა და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში შესვლის შანსები შეიმცირა, თუმცა ლონდონელებს ევროპალის მოგებით შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. არსენალს მომდევნო მეტოქე პრემიერლიგაში ბრაიტონი იქნება, 'მეთოფეებს' მანამდე ვალენსიასთან ევროპალიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის გამართვა მოუწევთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები