Thumbnail

უცნაური ამბავი - ჩაკვეტაძე ბელგიის თასის ფინალისთვის ემზადება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გენტმა ღია ვარჯიში გამართა
  • 1 მაისი, თასის ფინალი: გენტი V მეხელენი

1-ელ მაისს ბრიუსელის "მეფე ბოდუენზე" ბელგიის თასის ფინალში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი მეხელენს შეხვდება. გენტი ბელგიის თასის 3-გზის მფლობელია, ბოლოს ეს ტიტული 9 წლის წინათ, 2010 წელს მოიგო. გუნდს უნიკალური შანსი აქვს 2015 წლის მერე პირველად მოიგოს ტიტული (მაშინ ისტორიაში პირველად გახდა ბელგიის ჩემპიონი და მოიგო ბელგიის სუპერთასი). ამ მატჩისთვის ორივე ქართველი ემზადება.

დღეს გენტში ღია ვარჯიში გაიმართა, რომელსაც გენტის ფანები დაესწრნენ, ხოლო იეს ტორუპმა გუნდს თასის წინ სიტყვით მიმართა.

📺 გენტის ღია ვარჯიში 

საკვირველია, რომ გიორგი ქვილითაიასთან ერთად ღია ვარჯიშში მონაწილეობდა გიორგი ჩაკვეტაძეც. არადა, ჩვენთვის 100%-ით ცნობილია, რომ გიორგი საოპერაციოა. ბელგიური კლუბის წყალობით კი ბელგიურ მედიაში სულ სხვა ინფორმაცია ვრცელდება. დაიწერა, რომ MRI გამოკვლევამ გიორგის მუხლზე ტრავმა არ გამოავლინა. ის, თითქოს, გენკთან მატჩისთვისაც ემზადებოდა, წინასწარ განაცხადშიც იყო, მაგრამ ბოლო მომენტში იქიდან მისი გვარი ამოიღეს და 0:1 წაგებულ მატჩში მხოლოდ ქვილითაიამ ითამაშა (56-ე წუთზე შეცვალეს). 

📺 გენტის ღია ვარჯიში 

როგორც ჩანს, თასის ფინალში გენტის ხელმძღვანელობა ჩაკვეტაძის ჯანმრთელობით გარისკვას აპირებს, რადგან ტიტული, რომელთანაც ასე ახლოსაა გუნდი, კლუბისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. 

კომენტარები

ბოლო ამბები