Thumbnail

'ყველაფერი საუკეთესო წინ გველის' - ქარიზმატული ქართველი მორაგბე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უოსპსის მწვრთნელმა გუნდში ზურა ჟვანიას მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა
  • ქართველმა მორაგბემ ბოლო მატჩებში ორი ლელოს დადება შეძლო

Coventrytelegraph-მა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, ზურა ჟვანიას შესახებ სტატია შემდეგ სათაურით გამოაქვეყნა - ''რატომ გველოდება ჯერ კიდევ საუკეთესო თამაში უოსპსის ქართველი ბურჯისგან''.

ბრიტანული ვებგვერდი უოსპსის მწვრთნელს დაი იანგს ესაუბრა, რომელსაც სჯერა, რომ ჟვანია კიდევ უფრო კარგად ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ზურამ ბოლო მატჩებში 2 ლელო დადო, საუკეთესო მატჩები გულშემატკივარს წინ ელის. 27 წლის მორაგბე 'რიკო არენაზე' სტად ფრანსედან გადავიდა, სადაც ცენტურიონობას მიაღწია. ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, ჟვანიას პოზიციაზე, უოსპს ორი ტრავმირებული ჰყავდა: საიმონ მაკინტაირი და მეტ მულანი.

ზურამ უოსპსის ქომაგების გახარება მალევე შეძლო და პირველი ლელო ოქტომბერში ბათის წინააღმდეგ დადო. მან ეს ინგლისური კლუბის რიგებში მე-4 მატჩის ჩატარებისას შეძლო.

4 თვის შემდეგ, ჟვანიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უორჩესტერ უორიორსთან მოპოვებულ გამარჯვებაში. მისმა გუნდმა მეტოქეს 28:16 მოუგო.

''ბორჯღალოსანმა' ზუსტად ერთ კვირაში ექსეტერ ჩიფსი 26:19 დაამარცხა, რითიც ამ გუნდთან უოსპსმა გასვლაზე პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 'სანდი პარკზე' გამართულ შეხვედრაში ჟვანიას გუნდმა პირველი ტაიმი 21:12 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმის მე-60 წუთზე ჟვანიამ ლელო დადო და უოსპსს ბოლო ქულები მოუტანა.

დაი იანგი: ''ის სადებიუტო სეზონში საოცრად გამოიყურება. არასდროს აცდენს ვარჯიშებს, ბევრს შრომობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისგან კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ. ექსეტერთან მატჩში კარგად გამოჩნდა, თუ რა პოტენციალი აქვს მას.''

ამ სეზონში უოსპსის პირველ ხაზს დიდი პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჟვანიამ უმეტეს შემთხვევაში ამ პრობლემების აღმოფხვრა მოახერხა. იანგი ამბობს, რომ ქართველი უოსპსის შერკინებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბურჯისთვის ის ძალიან სწრაფია. გვინდა, რომ ბურთი უფრო დიდხანს ატაროს, ხაზსა და შერკინებაში ზურას იდეალურად შეუძლია თამაში.

კომენტარები

ბოლო ამბები