Thumbnail

ნერვების თამაში - ნეიმარმა გუნდელები გააკრიტიკა და რენის ფანს ხელი დაარტყა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პსჟ-მ თასის ფინალი პენალტების სერიაში წააგო
  • ინციდენტი თამაშის შემდეგ

"სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის თასის ფინალში რენმა პსჟ-ს თამაში 0:2-დან შემოუტრიალა (2:2) და პენალტების სერიაში 6:5 მოუგო. ამით რენმა ტიტული 48-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო. 
პსჟ ლიდერებმა დააღალატეს - დამატებით დროში კილიან მბაპემ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო, ნეიმარმა კი თავი მატჩის შემდეგ "გამოიჩინა".

წაიკითხე | საფრანგეთის თასის დრამატული ფინალი

დაჯილდოვების ცერემონიალზე, პსჟ ფინალისტის მედლებისთვის ტრიბუნაზე მიემართებოდა, როცა ნეიმარმა ერთ-ერთ ფანს მობილურით გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა, შემდეგ კი ხელი დაარტყა მას. ნეიმარი ინციდენტს თანაგუნდელებმა კი გაარიდეს, მაგრამ ამისთვის, დიდი ალბათობით, სასჯელი არ აცდება. 

📺 ინციდენტი 

ნეიმარმა თამაშის შემდეგ ახალგაზრდა თანაგუნდელებიც გააკრიტიკა: "ჩვენ უფრო კაცურად უნდა ვიქცეოდეთ, გასახდელში ერთიანები უნდა ვიყოთ, როგორც გუნდი. ახლა კი რასაც ვხედავ ისაა, რომ ჩემი ზოგიერთი ახალგაზრდა გუნდელი უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე ისმენს. 

📺 ინციდენტი დაზარალებულის ტელეფონით 

ბრაზილიელი ხშირად ეხვევა გაურკვეველ სიტუაციებში. ახლახან მან სოციალურ ქსელში მსაჯების კრიტიკისათვის ჩემპიონთა ლიგაზე 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. 

კომენტარები

ბოლო ამბები