Thumbnail

ჰოკეი | საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა, თუმცა მიზანი მიღწეულია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სვანიძის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში დასკვნითი მატჩი გამართა
  • საქართველოს ნაკრების მიზანი დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იყო, რაც შესრულდა

საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში ბოლო, მეხუთე მატჩი გამართა და ისრაელთან 3:7 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ფავორიტი ისრაელი იყო, რომელმაც ტურნირზე ხუთივე მატჩი მოიგო და A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, როლანდ სვანიძის გუნდმა ხუთიდან ორი მატჩი მოიგო, 6 ქულა დააგროვა და შეინარჩუნა ადგილი B დივოზიონში. სწორედ ეს იყო საქართველოს ნაკრების მიზანი. 

საქართველო 3:7 ისრაელი

გოლები: 1:0 ვასილჩენკო (12), 6:2 კოჩკინი (42), 6:3 ვასილჩენკო (48).

რაც შეეხება დასკვნით შეხვედრას, მატჩი ისრაელის ნაკრების უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა. ერთი პერიოდი ანგარიში 6:1 იყო მეტოქის სასარგებლოდ, თუმცა მესამე პერიოდის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მოუმატა, ორი გოლი გაიტანა და შეამცირა სხვაობა. აღსანიშნავია, რომ დუბლი შეასრულა ალექსანდრე ვასილჩენკომ, რომელიც ბრწყინვალე იყო მთელი ტურნირის განმავლობაში. 

ბოლოს, გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების წინა ოთხი მატჩი ტურნირზე: პირველ პაექრობაში სვანიძის გუნდი ჩრდილოეთ კორეასთან 4:9 დამარცხდა, შემდეგ მასპინძელ მექსიკას 3:2 მოუგო, რასაც ახალ ზელანდიასთან 2:6 მარცხი და ისლანდიას ბრწყინვალე გამარჯვება (6:3) მოჰყვა.

საქართველო 3:7 ისრაელი

კომენტარები

ბოლო ამბები