Thumbnail
  • ინტერი 1:1 იუვენტუსი
  • ლუჩანო სპალეტის გუნდმა ოთხეულში მოსახვედრად მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა
  • ინტერის ულტრასებმა გრანდიოზული ბანერი იუვეს ლიგიდან გავარდნას მიუძღვნეს
  • რონალდომ მე-600 გოლი გაიტანა, მისმა ახალმა ბუცებმა კი ყურადღება მიიქცია  

სერია A-ს 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი ჯუზეპე მეაცას სახელობის სტდიონზე გაიმართა, სადაც მილანის ინტერმა ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა. მართალია, იუვეს სკუდეტო უკვე მოგებული აქვს, ხოლო ინტერს პრაქტიკულად განაღდებული ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ დიდმა იტალიურმა დერბიმ მაინც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია…

კრიშტიანო რონალდომ მე-600 გოლი გაიტანა კარიერაში

მატჩის მეშვიდე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რაჯა ნაინგოლანმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და გახსნა ანგარიში. ბელგიელს ბურთი კუთხურის შემდეგ მიუვიდა და მანაც ერთი შეხებით, უძლიერესი დარტყმით გაუტანა ვოიცეხ სჩესნის. აქვე აღვნიშნოთ, რომ პოლონელ მეკარეს უკეთ შეეძლო თამაში.

საპასუხო გოლი უკვე მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე გავიდა, როდესაც მირალემ პიანიჩის პასის შემდეგ კრიშტიანო რონალდომ შესანიშნავად დაარტყა და სამირ ჰანდანოვიჩს ახლო კუთხეში გაუტანა, 1:1. აღსანიშნავია, რომ ეს იყო რონალდოს მე-600 გოლი საკლუბო კარიერაში! 

დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

იუვენტუსი ჩემპიონია და ტურინული გუნდისთვის ამ მატჩს სატურნირო ინტრიგა არ ჰქონდა. რაც შეეხება ინტერს, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა და მდევრებთან დისტანციას ინარჩუნებს. 

რონალდოს ახალმა ბუცებმა ყურადღება მიიქცია

ერთი საინტერესო დეტალიც: მატჩის წინ, ინტერის ულტრასებმა გრანდიოზული ბანერი გაშალეს: GAME OVER (თამაში დამთავრდა), რომლის ადრესატიც, რა თქმა უნდა, იუვენტუსია, საქმე კი ტურინული გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას ეხება.

ინტერის ულტრასების პერფორმანსი

ინტერი 1:1 იუვენტუსი

გოლები: 1:0 ნაინგოლანი (7), 1:1 რონალდო (62).

ინტერი: ჰანდანოვიჩი, დამბროზიო, დე ვრი, შკრინიარი, ასამოა, ვესინო, ბროზოვიჩი, პოლიტანო (80. ჟოაო მარიო), ნაინგოლანი (74. ბორხა ვალერო), პერიშიჩი, იკარდი (82. მარტინესი).

იუვენტუსი: სჩესნი, კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო (49. სპინაცოლა), კუადრადო, ჩანი, პიანიჩი, მატუიდი (60. კინი), ბერნარდესკი (86. პერეირა), რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები