Thumbnail
  • დიდი ალბათობით, ფრანგი ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედს დაემშვიდობება
  • 26 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მადრიდის რეალთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა 
  • სავარაუდოდ, პოგბას ტრანსფერი სეზონის დასრულებისთანავე განხორციელდება

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას მადრიდის რეალში მოსალოდნელ ტრანსფერზე სულ უფრო მეტი იწერება. ცნობილია, რომ 26 წლის მსოფლიოს ჩემპიონს მანკუნიანელთა მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერზე გული აქვს აცრუებული და გუნდის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.

მეტი ამ თემაზე: სულშერის ხელში მანჩესტერი ვერაფარს მიაღწევს - პოლ პოგბამ ხელი ჩაიქნია

ბოლო ცნობით, პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობასთან, კონტრაქტი გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრა გადადო, თავად ფეხბურთელმა კი მანჩესტერულ კლუბს უკვე აცნობა, რომ რეალში გადასვლა სურს. 

ცნობილია, რომ რეალის ფრანგ თავკაცს თანამემამულე ფეხბურთელის მიწვევა სურს

მიმდინარე საკლუბო სეზონში პოლ პოგბამ 44 მატჩში ითამაშა, გაიტანა 16 გოლი და მიითვალა 11 საგოლე პასი. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რომელშიც ჩადებულია პუნქტი ხელშეკრულების კიდევ 12 თვით გახანაგრძლივების შესაძლებლობით. 

მედიის ინფორმაციით, პოლ პოგბამ უკვე შეათანხმა მადრიდის რეალთან პირადი კონტრაქტი. ზინედინ ზიდანის გუნდში გადასვლის შემთხვევაში, ფრანგი წელიწადში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს 2 მილიონით მეტია იმაზე, რასაც ფეხბურთელი მანჩესტერში ხელზე იღებს. 

პოლ პოგბა იმედოვნებს, რომ მისი ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედიდან მადრიდის რეალში სეზონისწინა სამზადისის დაწყებამდე განხორციელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები