Thumbnail

ჰოკეი | საქართველოს ნაკრებმა ისლანდიას მოუგო - საუკეთესო მატჩი ისტორიაში!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • როლანდ სვანიძის გუნდი 0:3-ს აგებდა და საბოლოოდ, 6:3 გაიმარჯვა
  • საქართველოს ნაკრები მედლების მოპოვების რეალურ შანსს ინარჩუნებს

საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა ისტორიაში. როლანდ სვანიძის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში ისლანდიას დაუპირისპირდა და 6:3 სძლია მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ თამაშის მსვლელობისას საქართველოს ნაკრები 0:3-ს აგებდა...

საქართველო 6:3 ისლანდია

გოლები: 1:3 კოზიულინი (18), 2:3 ჟუჟუნაშვილი (20), 3:3 ობოლგოგიანი (23), 4:3 კურბატოვი (34), 5:3 ობოლგოგიანი (53), 6:3 ვასილჩენკო (57).

მატჩი ისლანდიელი ჰოკეისტების უპირატესობით დაიწყო, რაც გოლებშიც აისახა. საწყის 15 წუთში სკანდინავიელები სამი შაიბის სხვაობით იგებდნენ. ამის შემდეგ კი დაიწყო ის, რასაც არავინ მოელოდა: საქართველოს ნაკრები გარდაისახა და ბრწყინვალედ ათამაშდა.

პირველივე პერიოდში ანგარიში 2:3 გახდა, გოლები კი არტიომ კოზიულინმა და ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა გაიტანეს. მეორე პერიოდის სტარტზე, ტურნირზე თავისი პირველი გოლი გაიტანა ოლივერ ობოლგოგიანმა და გაათანაბრა ანგარიში, 3:3.

საქართველოს ნაკრების შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო და დარჩენილ დროში ისლანდიელთა კარში კიდევ სამი გოლი გავიდა: ერთი არტიომ კურბატოვმა გაიტანა, ერთი გუნდის ბომბარდირმა ალექსანდრე ვასილჩენკომ,  ხოლო დუბლით ოლივერ ობოლგოგიანი გამოირჩა, 6:3.

4 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და B დივიზიონის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია, რაც ახალაღზევებული გუნდისთვის შესანიშნავი შედეგია. გარდა იმისა, რომ სვანიძის გუნდმა დივიზიონში დაიბევა ადგილი და გავარდნა აღარ ემუქრება, მედლების მოპოვების რეალურ შანსს ინარჩუნებს. ლიდერი ისრაელია 11 ქულით, მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა 9 ქულით, ბოლო სამ ადგილს კი ისლანდია, ჩრდ. კორეა და მექსიკა იკავებენ.

ჯგუფი IIB

1. ისრაელი 11 ქულა
2. ახალი ზელანდია 9
3. საქართველო 6
4. ისლანდია 6
5. ჩრდილოეთ კორეა 3
6. მექსიკა 1

კომენტარები

ბოლო ამბები