Thumbnail
  • ბასკონია 83:92 ცსკა
  • რუსებმა სერია 3:1 მოიგეს

ევროლიგის პლეი ოფის პირველი ეტაპის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიამ ვიტორიაში მოსკოვის ცსკას უმასპინძლა და 83:92 დამარცხდა, რითიც ევროლიგის გათამაშება დაემშვიდობა. რუსულმა კლუბმა სერია 3:1 მოიგო.

ბასკონია შეხვედრის დასაწყისში უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმიც მოიგო. შენგელიას გუნდი შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მეორე ტაიმი 18 ქულით წააგო და მომდევნო ეტაპზე რუსული კლუბი გავიდა.

თორნიკემ 23:43 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა და ერთი დაფარება დააგროვა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ცსკას რიგებში 3 კალათბურთელი გადაცდა 10-ქულიან ზღვარს: ნანდო დე კოლო (27 ქულა), კორი ჰიგინსი (19 ქულა), ნიკიტა ყურბანოვი (15 ქულა).

ბასკონია ევროლიგას დაემშვიდობა და ახლა ტიტულისთვის ესპანეთის ჩემპიონატში იბრძოლებს, სადაც მომდევნო მატჩს 28 აპრილს, ფუენლაბრადას წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები