- 8-16 ივნისი: IHF-ის ერთა ჩემპიონატი
- ტურნირს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს
დღეს ბაზელში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ოფისში ერთა ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, რომელიც 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები B ჯგუფში მოხვდა სადაც მეტოქეებად ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა და ნიგერია ეყოლება.
A ჯგუფში მოხვდნენ: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია,
ინდოეთი.
ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებითვის ითამაშებენ.
ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეი ოფის საგზურს, საქართველოს ნაკრების მიზანიც ეს არის.
IHF-ის ერთა ჩემპიონატი მესამედ ტარდება. წინა ორი გათამაშება, 2015 წელს
კოსოვოში და 2017 წელს ბულგარეთში, ფარერის კუნძულების ნაკრებმა მოიგო.
A ჯგუფი
ჩინეთი
აზერბაიჯანი
დიდი ბრიტანეთი
კუბა
კოლუმბია
ინდოეთი
B ჯგუფი
ბულგარეთი
საქართველო
ირლანდია
აშშ
მალტა
ნიგერია
კომენტარები