Thumbnail

მარცხი სამ სეტში - ბასილაშვილი უნგრეთის ღია პირველობას გამოეთიშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:3, 2:6, 3:6 ლასლო დიერე
  • ორშაბათს ნიკა მსოფლიოს მე-17 ჩოგანი გახდება

უნგრეთის ღია პირველობის (€586 140), რომელიც  ATP 250-იანი სერიის ტურნირია, მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) მე-5 ნომრად განთესილ სერბ ლასლო დიერეს (33) შეხვდა და 6:3, 2:6, 3:6 დამარცხდა. გამარჯვებულის მეტოქე ნახევარფინალში  იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება (55). 

პირველ სეტში ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა აშკარა იყო, მან 32 წუთში იმარჯვა - მართალია, 2:2-ზე ნიკამ საკუთარი მოწოდება დათმო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 4 გეიმი მოიგო. 

მეორე სეტი სერბის უპირატესობით დაიწყო, ის 3:0 დაწინაურდა. საბოლოოდ, დიერემ სეტი 33 წუთში 6:2 მოიგო. მატჩის ბედი კი მესამე სეტში გადაწყდა, რომელიც ასევე სერბი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ, ბასილაშვილი საათსა და 50 წუთში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. მან ვერ შეძლო სარეიტინგო ქულების შევსება, თუმცა ორშაბათს მსოფლიოს მე-17 ჩოგანი გახდება, რაც მისი საუკეთესო მიღწევის გამეორებაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები