Thumbnail

უცნაური პანენკა ავსტრალიაში - მეკარეს ეს პენალტი უნდა აეღო!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრისბეინ როარი 3:5 ადელაიდე იუნაიტედი
  • ერიკ ბაუტეაკის თერთმეტმეტრიანი ადელაიდეს კარში

ავსტრალიის A ლიგის 27-ე ტურში ბრისბეინ როარმა ადელაიდეს უმასპინძლა და 3:5 წააგო. უხვგოლიან მატჩში ერიკ ბაუტეაკმა პანენკას შესრულების ახალი სტილი შემოგვთავაზა. ფრანგმა ფეხბურთელმა ბურთი კარის ცენტრში გაუშვა, თუმცა დარტყმა მაღალი არ ყოფილა, ბურთი მინდორზე გაგორდა და მეკარემ თერთმეტმეტრიანის მოგერიება ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ერიკმა თავის გუნდი მე-60 წუთზე წინ გაიყვანა და ანგარიში 3:2 გახადა, ადელაიდემ 14 წუთში 3 გოლი გაიტანა და 3 ქულა მოიპოვა.

View this post on Instagram

#Panenka 👏🤷‍♂️

A post shared by Sportmiambe (@sportmiambe1) on

კომენტარები

ბოლო ამბები