- ფაჩულიას დეტროიტში დარჩენის შანსი მინიმალურია
- ფანების 84% წინააღმდეგია
დეტროიტ პისტონსისთვის სეზონი დასრულებულია. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ჟურნალ Forbes-ისეული შეფასება. გამოცემამ ზაზა ფაჩულიას სეზონი C- კლასით აღნიშნა.
ახლა ვნახოთ, რა აზრის არიან დეტროიტ პისტონსის ფანები. პისტონსის ფანსაიტმა Detroit Bad Boys-მა ყოველ კალათბურთელზე მოაწყო გამოკითხვა, სურთ თუ არა მათ მოთამაშის მომდევნო სეზონშიც შენარჩუნება.
ზაზა ფაჩულია
სტატისტიკა: 3.9 ქულა, 3.9 მოხსნა
მიზეზი, რატომ უნდა დარჩეს: გამოცდილი კალათბურთელი, რომელიც მუდამ აძლევდა რჩევებს ახალგაზრდა თანაგუნდელებს. მასში მხოლოდ ვეტერანის მინიმუმია გადახდილი. ქმნიდა საჭირო სიღრმეს ცენტრის პოზიციაზე დეტროიტის შემადგენლობაში.
მიზეზი, რატომ უნდა წავიდეს: მისი შეცვლა იოლად შეიძლება მეტი შემტევი პოტენციალის მქონე კალათბურთელით.
დასკვნა: პისტონსში დაბრუნება არ არის მოსალოდნელი.
რაც შეეხება გამოკითხვას, ფანების 16% ზაზას დაბრუნების მომხრეა, ხოლო 84% მიიჩნევს, რომ ის უნდა წავიდეს. კიდევ უფრო ცოტას სურს ცენტრ ჯონ ლუერის შენარჩუნება - 8%-ს. ანდრე დრამონდის დარჩენა 67%-ს სურს, ხოლო 33% სასტარტო ცენტრის წასვლის მომხრეა.
ლიდერი ბლეიკ გრიფინის შემთხვევაში (რომელმაც წუხელ მუხლის ოპერაცია გაიკეთა) ასეა: 91% დარჩენის მომხრეა, 9 - წასვლის.
კომენტარები