Thumbnail
  • NBA-მ ყველაზე გაყიდვადი მაისურების რეიტინგი გამოაქვეყნა
  • პირველ ადგილზე ლებრონ ჯეიმსია, რომელიც პლეი ოფში არ თამაშობს

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სპორტული თვალსაზრისით ეს სეზონი ჩააგდო - მიუხედავად ლებრონ ჯეიმსის ტრანსფერისა, გუნდმა NBA-ს პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა. ლებრონს ასეთი რამ ბოლო 14 წელიწადში პირველად დაემართა! თუმცა, ფინანსური თვალსაზრისით, ჯეიმსის ტრანსფერი ძალიან წარმატებული გამოდგა.

NBA-ს ოფიციალური ინფორმაციით, ლეიკერსის 23-ნომრიანი მაისურა სეზონში ყველაზე გაყიდვადია! აღსანიშნავია, რომ წინა სამ სეზონში ყველაზე კარგად გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავის, სტეფ კარის მაისურა იყიდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ ლეიკერსმა გოლდენ სტეიტს ზოგადად ნებისმიერი მაისურის გაყიდვითაც აჯობა.

NBA-ს ყველაზე გაყიდვადი მაისურები ამ სეზონში
📸 NBA

როგორც იცით, უორიორსი NBA-ს ჩემპიონი ზედიზედ 4-ჯერ გახდა და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია. მაისურების გაყიდვით, ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, მეორე ადგილზე სტეფ კარია. მომდევნო პოზიციებზე კი იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი), კაირი ირვინგი (ბოსტონი) და ჯოემ ემბიიდი (ფილადელფია) არიან.

NBA-ს ყველაზე გაყიდვადი მაისურები ამ სეზონში გუნდების მიხედვით
📸 NBA

ლებრონისგან განსხვავებით, კარი, ანტეტოკუნმპო, ირვინგი და ემბიიდი პლეი ოფში არიან და ჩემპიონობის იმედი აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები