Thumbnail

მიეცი ხმა გიორგი ფრუიძეს! კრასნი იარი სეზონის საუკეთესო მორაგბეს ირჩევს

  • სარაგბო კლუბი კრასნი იარი სეზონის მორაგბეს ირჩევს.
  • ბორჯღალოსანი გიორგი ფრუიძე ნომინანტთა შორისაა.
  • ხმის მიცემა 10-თებერვლამდე გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ, რუსულმა სარაგბო კლუბმა კრასნი იარმა ჩელენჯ ქაფის ბოლო ტურის შეხვედრა თბილისში ჩაატარა. სოსო მათიაშვილის, ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის კრასნი იარი ლაშა ლომიძის ლონდონ აირიშთან 24:17 დამარცხდა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ფრუიძე დასახელდა.

ჰეინიკენმა #ფრუი მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა #გილოცავთფრუი Georgian International Giorgi Pruidze named...

Posted by Georgian Rugby on შაბათი, 20 იანვარი, 2018

რუსულმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ 2017-წლის სეზონი შეაჯამოს და საკუთარ ვებგვერდზე გამოკითხვას ატარებს - ვინ იყო 2017-წლის საუკეთესო მორაგბე მამაკაცი და მორაგბე ქალი. გიორგი ფრუიძე იმ შვიდ მორაგბეს შორის მოხვდა, რომლებიც კრასნი იარის 2017-წლის სეზონის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის იბრძვიან. ეს მორაგბეები არიან : ვიქტორ არხიპი, ვიქტორ გრესევი, ანდრეი გარბუზოვი, ალექსანდრ ილინი, სიონე ფუკოფუკა, ალექსანდრ ხუდიაკოვი და გიორფი ფრუიძე.

გულშემატკივართან ერთად სეზონის საუკეთესო მორაგბეს ექსპერტები და კრასნი იარის ვეტერანი მოთამაშეები გამოავლენენ. გულშემატკივრის რჩეული მორაგბე 10-ქულას მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 5-ქულას, მესამეზე - 3-ქულას. ექსპერტები სამ მორაგბეს დაასახელებენ. პირველადგილოსანს 3-ქულა ერგება, მეორეადგილოსანს - 2, მესამეადგილოსანს - 1.

გამოკითხვა 10-თებერვალს დასრულდება, გიორგი ფრუიძისთვის ხმის მიცემა 10-თებერვლამდე ყოველდღე შეგიძლიათ.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ.

გიორგი ფრუიძის ლელო ლონდონ აირიშთან

კომენტარები

ბოლო ამბები