Thumbnail

ბუფონი იუვენტუსს ზაფხულში დაუბრუნდება? - ტურინელების შეთავაზება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტურინელები გუნდში ბუფონის დაბრუნებას აპირებენ
  • ჯანლუიჯი ბუფონს თამაში ისევ სურს, მაგრამ იუვეს შემოთავაზება საინტერესოა

იუვენტუსის კარი ჯანლუიჯი ბუფონისთვის ყოველთვის ღიაა. ტურინელთა ლეგენდამ კარიერა პარი სენ ჟერმენში გააგრძელა, მაგრამ როგორც იტალიური sportmediaset-ი წერს, დიდი ალბათობით, ბუფონი იუვენტუსს ზაფხულში დაუბრუნდება. შესაძლოა, იტალიელმა მეკარემ პარი სენ ჟერმენის მიერ შეთავზებულ ერთწლიან კონტრაქტზე უარი თქვას და იუვენტუსში კლუბის მენეჯმენტში დასაქმდეს.

ბუფონის აგენტი სილვანო მარტინა აპირებს, რომ პარიზში ჩაფრინდეს და პარი სენ ჟერმენის ხელმძღვანელობას შეხვდეს, რათა ბუფონის კარიერის დეტალები გაარკვიოს.

''პარიზში 9 თვე გავატარე. იდეალური ქალაქია, სადაც თბილად დამხვდნენ. სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ პარი სენ ჟერმენში გადმოვედი. მსურდა ახალი გამოცდილება მიმეღო და დაბრკოლებები გადამელახა. ვისწავლე ფრანგული, რომელიც მომავალში გამომადგება.'' - განაცხადა ბუფონმა.

იუვენტუსი მზად არის ბუფონს სამსახური სეზონის დასრულებისთანავე შესთავაზოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბუფონი პარი სენ ჟერმენში კიდევ ერთი წლით დარჩება, ტურინელები მას სამსახურს 2020 წლის ივნისში შესთავაზებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები