Thumbnail

მშენებარე სტადიონის ახალი კადრები - ბათუმში საფეხბურთო ბუმია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სტადიონი 2020 წლის სექტემბერში უნდა გაიხსნას
  • შესაძლოა მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდეს

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის აღმოჩენა ბათუმის დინამოა. უმაღლეს ლიგაში აღზევებული გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს. ცალკე თემაა ის ატმოსფერო, რაც ბათუმური გუნდის საშინაო თამაშებზეა შექმნილი. ანგისას სტადიონის ტრიბუნა მუდმივად სავსეა, გულშემატკივრები კი ბრწყინვალე საფეხბურთო ატმოსფეროს ქმნიან.

ბათუმში საფეხბურთო ბუმია და ამას ქალაქში მშენებარე სტადიონიც უწყობს ხელს. სულ მალე, ბათუმს ახალი სტადიონი ექნება, რომელიც 20 000 გულშემატკივარს დაიტევს. გეგმის მიხედვით, სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, მაგრამ სამუშაოები ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ შესაძლოა არენა იქამდეც გაიხსნას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული კლიპიდან ჩანს, რომ ბათუმის დინამოს მალე ძალიან მაგარი სტადიონი ექნება.

🏟️ბათუმის სტადიონი. მშენებლობის მეთექვსმეტე თვე. 🏗 Batumi Football Stadium. 16th month of construction

Posted by Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები