Thumbnail

დრაფტზე პირველი უცხოელი ბითაძე იქნება? - გოგა პარტიზანთან არ ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • Sports Illustrated-ის ახალი პროგნოზი
  • რატომ არ ითამაშებს სუპერ ლიგის პირველ ტურში გოგა

სერბულ მეგა ბიმაქსში დაბრუნებული გოგა ბითაძე სერბეთის სუპერლიგის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს, გოგას გუნდი პარტიზანს სტუმრობს. მეგა ბიმაქსის მწვრთნელი დეიან მილოევიჩი გახარებულია, რომ გუნდში ქართველი ცენტრი დაბრუნდა და სულ მცირე, პლეი ოფში გასვლას გეგმავს, 26 აპრილს გოგა არ იქნება, მაგრამ შემდეგ შეუერთდება გუნდს. ქართველი კალათბურთელი სამშობლოში დაბრუნდა "პირადი მიზეზით". 

შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ლიგის დასრულებისთანავე, ლიგის MVP ბითაძე პოდგორიცას ბუდუჩნოსტიდან მეგაში დაბრუნდა.

მე-14 დრაფტზე?

20 ივნისს NBA-ს დრაფტია, რომელზეც ბითაძე ოფიციალურად დადგა. Sports Illustrated განაახლა დრაფტის სავარაუდო სია და გოგა მე-14 ნომრად მონიშნა. 

"ოკეანესგაღმა მას საოცარი სეზონი ჰქონდა. ცხადზე უცხადესია, რომ "მაღლებში" დრაფტზე მყოფთაგან, ყველაზე სრულყოფილი მოთამაშე გოგა ბითაძეა. ტექნიკურად დახვეწილი ცენტრების მოყვარულმა გუნდებმა მას ყურადღება უნდა მიაქციონ. ის შეიძლება, ტრადიციული ყაიდის ცენტრია, მაგრამ გოგას ძლიერი სეზონი მის პოზიციას აძლიერებს. მისი ათლეტიზმი სიმაღლის მიუხედავად, ურიგო არ არის, გოგა კარგი მსროლელია. მისი მობილურობა და ბლოკების უნარი კი საოცარია. არც ის იქნება გასაკვირი, რომ უცხოელებიდან პირველს დრაფტზე გოგას აირჩევენ", - წერს ამერიკული გამოცემა.  

კომენტარები

ბოლო ამბები