Thumbnail

ეროვნული ლიგა | კიდევ ერთი დაძაბული მატჩი დრამატული ფინალით

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩიხურა-დინამოს შეხვედრაში ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა
  • ოთხიდან ორი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო, დაძაბული და დრამატლი მატჩი გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურამ თბილისის დინამოს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და აქედან ორი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში.

56-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ირაკლი კომლაძემ გახსნა ანგარიში და დააწინაურა ჩიხურა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა, როდესაც ლევან კუტალიამ აღადგინა წონასწორობა. ყველაზე საინტერესო მივლენები კი ბოლო წუთებზე განვითარდა: 92-ე წუთზე გუჯა რუხაია დინამო წინ გაიყვანა, თუმცა 96-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:2.

ისიც აღვნიშნოთ, რომ 83-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან რევაზ ჩიტეიშვილი გააძევა და ჩიხურა დარჩენილი დრო კაცნაკლული იყო. მოკლედ, გულშემატკივრებმა ამ შეხვედრაში ყველაფერი იხილეს: დაძაბულობა, დრამატული ფინალი, თერთმეტმეტრიანი, წითელი ბარათი და რაც მთავარია, გოლები.

სატურნირო ცხრილს 22 ქულით ბათუმის დინამო ლიდერობს, მეორე ადგილზე 21 ქულით საბურთალოა, შემდეგ კი თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო მოდიან 17-17 ქულით.

ჩიხურა 2:2 დინამო თბ.

გოლები: 1:0 კიმპლაძე (56), 1:1 კუტალია (80), 1:2 რუხაია (90), 2:2 კორიფაძე (90-პენ.).

სიონი 2:1 ტორპედო

გოლები: 0:1 ზივზივაძე (29), 1:1 უგულავა (31), 2:1 უგულავა (65)

ვიტ ჯორჯია 0:1 დილა

გოლი: 0:1 ნჯოკუ (88).

კომენტარები

ბოლო ამბები