Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრეთის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:3, 0:6, 6:3 პეტერ გოიოვჩიკი
  • ქართველმა 1-თვიანი პაუზის მერე პირველად მოიგო

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) წარმატებით დაიწყო, მეორე წრეში სამ სეტში დაამარცხა გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი - 6:3, 0:6, 6:3. მე-4 ნომრად განთესილი ქართველი 1/4 ფინალშია, სადაც სერბი ლასლო დიერესა (33) და იტალიელი იანიკ სინერის (314) მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. 

27 წლის ქართველმა ATP-ის ტურზე ერთეულებში 24 მარტის შემდეგ პირველად მოიგო. 

უნგრეთის ღია პირველობა (€586 140) ATP 250-იანი სერიის ტურნირია. თუკი ნიკა ამ ტურნირს მოიგებს, ის კარიერაში პირველად გადავა მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-16 პოზიციაზე. მიმდინარე რეიტინგში ის უკვე მე-17 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები