Thumbnail
  • Forbes-მა დეტროიტ პისტონსის სეზონი შეაფასა
  • გამოცემა დეტროიტში ზაზას დაბრუნების შანსს სკეპტიკურად უყურებს

ჟურნალმა Forbes-მა თავის ონლაინ ვერსიაზე დეტროიტ პისტონსის სეზონი შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას გუნდისთვის NBA-ს სეზონი დასრულებულია - პლეი ოფის პირველ წრეში გუნდმა 0:4 დათმო ზაზას ყოფილ გუნდ მილუოკისთან.

Forbes-მა გუნდის მოთამაშეები A-B-C-D კლასებად დაახარისხა. A კლასი მხოლოდ ბლეიკ გრიფინმა მიიღო.

ვნახოთ, როგორ შეაფასა ქართველის თამაში პრესტიჟულმა გამოცემამ:

ზაზა ფაჩულია

3.9 ქულა, 3.9 მოხსნა თამაშში. 44% FG, 78.2% FT

ფაჩულიასთვის სეზონი ნორმალურად დაიწყო, მაგრამ ყველაფერი თავქვე დაეშვა თებერვლიდან მოყოლებული. 1-ელი თებერვლიდან მოყოლებული, სეზონის ბოლომდე ფაჩულიამ 300 წუთში პლუს/მინუსის ძალიან ცუდი კოეფიციენტი აჩვენა - (-13.8).

ბლეიკ გრიფინმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

ფაჩულიამ გუნდს ნამდვილად შემატა გუნდს ლიდერის შემართება გასახდელში და დაძაბულ მომენტებში, მაგრამ მისი პროდუქტიულობა მოედანზე, განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში, რეალური პრობლემა იყო. 

გასულ სეზონში ზაზამ დეტროიტთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. გასაკვირი იქნება, მას თუ მომავალ სეზონშიც ვიხილავთ გუნდში.

კლასი: C- 

კომენტარები

ბოლო ამბები