Thumbnail
  • კოპა დელ რეის პირველი ნახევარფინალისტი.
  • სევილია 3:1 ატლეტიკო.
  • მონტელა თასზე არ აგებს - 100%-იანი შედეგი.

კოპა დელ რეიზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. სევილიამ,40-ათასი გულშემატკივრის თვალწინ, მადრიდის ატლეტიკოს მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. პირველი მატჩი სანჩეს პისხუანის ბინადრებს ვანდა მეტროპოლიტანოზე 2:1 ჰქონდათ მოგებული.

სევილია შეხვედრის 25-ე წამზე დაწინაურდა. პაბლო სარაბიას ჩაწოდების შემდეგ სერხიო ესკუდერომ ერთი შეხებით დაარტყა და მოიას ლამაზი გოლი გაუტანა. ატლეტიკომ მალევე გაათანაბრა, შეხვედრის მე-13 წუთზე გამეირომ ბურთი მკერდით დაუგდო გრიზმანს, რომელმაც სერხიო რიკოს შესანიშნავი გოლი გაუტანა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

ამ დარტყმის შემდეგ სევილიას კარში ულამაზესი გოლი გავიდა.

სევილიამ მეორე ტაიმშიც მოახერხა სწრაფი გოლის გატანა. 47-ე წუთზე კორეა საჯარიმოში საულ ნიგესმა წააქცია, მატჩის მთავარმა არბიტრმა ხოსე მუნუერმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად ბანეგამ შეასრულა და მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა. შეხვედრას წერტილი პაბლო სარაბიამ დაუსვა, რომელმაც 79-ე წუთზე მოიას კარი მესამედ აიღო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ პაბლო სარაბია დაასახელეს.

მონტელას შედეგი კოპა დელ რეიზე : 4-მატჩი 4-მოგება - ასპროცენტიანი მაჩვენებელი.

ვინჩენცო მონტელა : ''შესანიშნავი საღამო იყო, სევილიამ მოგება დაიმსახურა''.

კოკე : ''სევილია ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა. ვულოცავ შემდეგ ეტაპზე გასვლას. ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, რათა სეზონი სხვა ტურნირებზე მაღალი მიღწევებით დავასრულოთ''.

სევილია პირველი გუნდი გახდა, რომელმაც კოპა დელ რეიზე ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. წინ კიდევ მეოთხედფინალური ეტაპის სამი მატჩი გველის. აბელარდოს ალავესი ვალენსიას უმასპინძლებს. ბარსელონა ესპანიოლთან, კატალონიურ დერბიში, ეცდება მომდევნო ეტაპზე გასვლას. რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე ლეგანესს უმასპინძლებს.
 

კომენტარები

ბოლო ამბები