Thumbnail

ტრანსფერები | რეალი კურტუას ყიდის! ზიდანმა კეილორ ნავასი აირჩია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ესპანური მედია: ზინედინ ზიდანი უპირატესობას კეილორ ნავასს ანიჭებს
  • რეალი ზაფხულში ტიბო კურტუას გაყიდის

როგორც ჩანს, ტიბო კურტუასთვის ეს სეზონი მადრიდის რეალში პირველი და უკანასკნელი იქნება! ესპანური სპორტული მედიის ინფორმაციით, მადრიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა მეკარეების საკითხი კეილორ ნავასის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AS ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მომდევნო სეზონში რეალის პირველი მეკარე სწორედ ნავასი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ შარშან 35 მილიონ ევროდ შეძენილი კურტუა უნდა გაიყიდოს.

ნავასმა ზიდანის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო და ზაფხულამდე ‘სამეფო კლუბის’ პირველი მეკარე იყო. კურტუა კარში ზიზუს შემცვლელმა, ხულიენ ლოპეტეგიმ ჩააყენა. როგორც ჩანს, ბელგიელმა იმედები ვერ გაამართლა და გუნდში ჯერაც არ არის სრულად ინტეგრირებული.

რეალი ჩემპიონთა ლიგიდან ამსტერდამის აიაქსმა გააგდო

AS წერს, რომ ზიდანმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს. ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, ზიზუმ პერესს ისიც უთხრა, რომ გუნდის მეორე მეკარე მისი შვილი, ლუკა უნდა იყოს. 26 წლის კურტუას რეალთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ბელგიელი ახლა ტრავმირებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები