Thumbnail

ფუტსალის ლიგა | პლეი ოფი იწყება... დიდი ბრძოლების მოლოდინში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფუტსალის ლიგის 4 გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
  • TMC თბილისი თსუ-ს შეხვდება, ხოლო თელასი მართვეს

25 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის მიმდინარე სეზონის ნახევარფინალური სერია აიღებს სტარტს.

საინტერესო და დაძაბული რეგულრული სეზონის შემდეგ, საუკეთესო ოთხეული ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. დაპირისპირება სამ მოგებამდე გრძელდება. თელასს, TMC თბილისს, თსუ-ს და ქუთაისის მართვეს საქართველოს ჩემპიონობამდე მხოლოდ ორი ნაბიჯი აშორებთ. 

19:00 საათი / TMC თბილისი vs თსუ

მოქმედმა ჩემპიონმა, TMC თბილისმა, წრიული ეტაპი მეორე ადგილზე დაამთავრა. 14 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა და ერთი ფრედ დაასრულა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეტოქესთან უარყოფითი ბალანსი აქვს. უნივერსიტეტელებმა პირველი შეხვედრა 1:7 დათმეს, ხოლო მეორე 0:2. პარალელურად მიმდინარე ფუტსალის ლიგის გათამაშებას TMC მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთშია, თსუ კი გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს.

21:00 საათი / თელასი vs ქუთასის მართვე

რეგულარული სეზონის გამარჯვებული, ვიცე-ჩემპიონი თელასი ნახევარფინალში ქუთაისურ გუნდს დაუპირისპრდება. მართვე პლეი-ოფში პირველად ითამაშებს და ფავორიტად თელასი მოიაზრება. ურთიერთშეხვედრებში თელასს დიდი უპირატესობა აქვს (8:2; 8:0), რაც იმაზე მიუთითებს რომ მართვე ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. ერთი საინტერესო დეტალიც: ქუთაისელებმა ფუტსალის ლიგაში სადებიუტო შეხვედრა 2017/18 წ.წ. სეზონში, სპორტის სასახლეში, სწორედ თელასის წინააღმდეგ გამართეს და ამჯერად, მათი საპლეიოფო დებიუტიც თელასთან, ისევ სპორტის სასახლეში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები