Thumbnail

საოცარი ატმოსფერო ბათუმში - ფანების პერფორმანსი ფეხბურთელებთან ერთად

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ასეთი გარემო ქართულ ფეხბურთს ყველაზე მეტად სჭირდება
  • დინამო ეროვნული ლიგის ლიდერია, ბათუმში კი საფეხბურთო ბუმია

ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური მატჩი და ამავე დროს, მიმდინარე სეზონის ყველაზე საინტერესო შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობროივმა დონამომ საბურთალო 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბათუმი გალიდერდა, თბილისელებმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

ბათუმელები უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ზეიმობენ
📸  ბათუმის დინამო

საბურთალო გიორგი დიასამიძისა (მე-7 წუთზე) და ოგნიენ როლოვიჩის (18) გოლებით 2:0-ს იგებდა. ბათუმელებმა პირველივე ტაიმში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - სხვაობა 22-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეამცირა, სამ წუთში კი როლოვიჩმა ავტოგოლი გაიტანა. 37-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონს დინამოს დაწინაურება შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. თუმცა ბათუმელები ტაიმის მიწურულს წინ მაინც გავიდნენ: 41-ე წუთზე დინამო ნიკოლოზ საბანაძემ დააწინაურა. მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე გაბრიელ რამოსმა საბურთალოს კარში მეოთხე ბურთიც გაიტანა - საბოლოოდ, 4:2!

ცალკე თემაა ის გარემო, რაც ანგისას სტადიონზე იყო შექმნილი. ტრიბუნა მატჩის დაწყებამდე ჯერ კიდევ ერთი საათით ადრე შეივსო, თამაშის დროს კი სტადიონზე გრანდიოზული საფეხბურთო ატმოსფერო იყო. მატჩის შემდეგ, ბათუმის დინამოს ფეხბურთლებმა გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს.

#ჩვენვართდინამო #FCDB 💪💙 ეროვნული ლიგა

Posted by Dinamo Batumi on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები