Thumbnail
  • 📅 25 აპრილი | ⌚ 23:30 | ⚽ ხეტაფე V რეალი
  • ქარიმ ბენზემა სუპერ ფორმაშია

"ალფონსო პერეს კოლისიუმზე" მადრიდული დერბია - ხეტაფე რეალს მასპინძლობს. ამ დაპირისპირებამ მოულოდნელად, დიდი სატურნირო მნიშვნელობა შეიძინა. ხეტაფე 54 ქულით მე-4 ადგილზეა, ეს კი ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა... 

ხეტაფე ჩემპიონთა ლიგაზე? ხოსე "პეპე" ბორდელიასის გუნდს მიზნამდე ბევრი აღარ უკლია. არადა, აქამდე ხეტაფეს სულ ორ სეზონში უთამაშია ევროთასებზე, 2007/08 წლებში მადრიდელებმა უეფას თასზე მეოთხედფინალამდე გააღწიეს, სადაც ორი მატჩის ჯამში 4:4 დაფიქსირდა მიუნხენის ბაიერნთან. 2010/11 წლების სეზონში ხეტაფემ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია. აი, ჩემპიონთა ლიგა კი აქამდე მიუწვდომელი ოცნება იყო.

უმოტივაციო რეალი

ზინედინ ზიდანის რეალი ხეტაფეს 10 ქულით უსწრებს, მაგრამ უმოტივაციოა. ძნელად თუ წარმოსადგენია, რომ "სამეფო კლუბმა" ამ ჩემპიონატში მესამეს გარდა სხვა ადგილი დაიკავოს. 

ხეტაფეს დაცვის მარცხენა ფლანგზე დისკვალიფიკაციამოხდილი მათიას ოლივეირა ბრუნდება. ბრუნდება ასევე მარჯვენა მცველი დამიან სუარესი. სამაგიეროდ, ხეტაფეს დიენე დაკონამი ჰყავს დისკვალიფიცირებული. 

ვინისიუსი ჯანზეა, მაგრამ ზიდანი არ ჩქარობს

რეალის რიგებში ტრავმირებულია ალვარო ოდრიოზოლა, რომელმაც ლავიწის ძვალი მოიტეხა, ის ივლისამდე ლაზარეთშია. ნაჩო რაფაელ ვარანს შეუწყვილდება დაცვის ცენტრში, რადგან კაპიტანი სერხიო რამოსიც ტრავმირებულია. ფორმაში შესულ ქარიმ ბენზემას შეტევაში ისკო და გარეთ ბეილი დაეხმარებიან. ტიბო კურტუა ვარჯიშს დაუბრუნდა, ვნახოთ, რომელ გოლკიპერს არჩევს ზინედინ ზიდანი. 

ხოსე ბორდელიასი და ზინედინ ზიდანი

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ხეტაფესთან ძალიან მძიმე გასვლა გველის. ჩვენ მაღალი ინტენსივობით უნდა ვეთამაშოთ გუნდს, რომელიც ლა ლიგაში კარგ სეზონს ატარებს. ვინისიუსი უკვე ვარჯიშობს, მაგრამ ხვალ მას ალბათ, არ ვათამაშებ, ვინისიუსს ორი თვე გაუცდა. ხეტაფე ფენომენალური შედეგის მიღწევისთვის იბრძვის. ეს არის მწვრთნელისა და გუნდის დიდი შრომის შედეგი". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ამ გუნდების ურთიერთდაპირსპირებაში, ბოლო 10 თამაში რეალმა მოიგო.

⚽ ამ შეხვედრებში რეალს სულ მცირე, 2 გოლი გაჰქონდა. 

⚽ ბოლო 5 დაპირისპირებაში რეალმა ხეტაფეს, არა მარტო თამაში, არამედ, პირველი ტაიმებიც მოუგო.

⚽ ხეტაფეს ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8-ში რეალის წინააღმდეგ 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

⚽ ხეტაფემ ლა ლიგაში ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6 მოიგო.

⚽ ბოლო ორ საშინაო მატჩში ხეტაფემ უშუალო კონკურენტები (სევილია, ბილბაო) ისე დაამარცხა გოლი არ გაუშვია. 

⚽ რეალმა ბოლო ორ საგარეო მატჩში მხოლოდ ქულა აიღო. 

სავარაუდო შემადგენლობები

ხეტაფე (4-4-2): სორია - დ. სუარესი, ბ. გონსალესი, კაბრერა, ოლივეირა - ფულკიე, მაკსიმოვიჩი, არამბარი, პორტილიო - ა. როდრიგესი, მატა

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი, ბენზემა, ისკო

კომენტარები

ბოლო ამბები