Thumbnail
  • ბასკონია 77:84 ცსკა
  • სერიაში 1:2 

ევროლიგის პლეი ოფის პირველი ეტაპის მესამე მატჩი ვიტორიაში გაიმართა, სადაც ქართველთა ბასკონია 77:84 დამარცხდა მოსკოვის ცსკასთან და სერიაში მოედნის უპირატესობა დაკარგა. სერიაში რუსები 2:1 დაწინაურდნენ.

ცსკა თავიდანვე დაწინაურდა, მეოთხედი 10 ქულით მოიგო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
თორნიკე შენგელიამ 19 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა, მეტ ჯენინგმა 14 წუთში 7 ქულა ჩააგდო. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ფრანგი ცენტრი ვენსან პოარიე იყო - 19 ქულა და 15 მოხსნა. გამარჯვებულთა რიგებშიც ფრანგი გამოირჩა - ნანდო დე კოლომ 28 ქულა ჩააგდო. 

სერიის მე-4 მატჩი 26 აპრილს ისევ ბასკეთში გაიმართება. 

📺 ბასკონია V ცსკა 

კომენტარები

ბოლო ამბები