Thumbnail

ჯოჯუა V მჭედლიშვილი: საჭადრაკო ფინალისტები ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოს 77-ე ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება.
  • ფინალში საქართველოს ნაკრების წევრები დავიდ ჯოჯუა და მიხეილ მჭედლიშვილი გავიდნენ.

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 77-ე ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპი.

საქართველოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 21 500 ლარია, გამარჯვებული აქედან 7 500 ლარს მიიღებს. 

დავით ჯოჯუამ და მიხეილ მჭედლიშვილმა პირველი პარტიები მოუგეს შესაბამისად, გიგა ყუფარაძესა და თორნიკე სანიკიძეს, ხოლო საპასუხო პარტიებში დაუზავდნენ. 

საქართველოს ნაკრების ორივე წევრი ფინალშია, რომელიც 25 იანვარს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები