Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 მანჩესტერ სიტი
  • 0:1 ბერნარდო სილვა (54), 0:2 სანე (66)

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურის გადმოტანილ მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერული დერბი შედგა, რომელიც პეპ გვარდიოლას სიტიმ 2:0 მოიგო. 

35 ტურის შემდეგ მანჩესტერ სიტის 89 ქულა აქვს, გუნდი კვლავ გალიდერდა, მას მერე, რაც ლივერპულს ქულით გაასწრო. მანჩესტერ იუნაიტედი 64 ქულით მე-6 ადგილზეა და ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება.

📺 0:1 ბერნარდო სილვა (54)

54-ე წუთზე ანგარიში ბერნარდო სილვამ გახსნა. დავიდ დე ხეამ ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა

📺 0:2 სანე (66)

66-ე წუთზე გოლი ლეროი სანემ გაიტანა, დე ხეამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა.

მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (54), 0:2 სანე (66)

მანჩესტერ იუნაიტედი (5-3-2): დე ხეა - იანგი, დარმიანი (83. ალექსის სანჩესი), სმოლინგი, ლინდელიოფი, შოუ - ა. პერეირა (72. ლუკაკუ), ფრედი, პოგბა - რაშფორდი, ლინგარდი (83. მარსიალი)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, კომპანი, ლაპორტი, ზინჩენკო - გიუნდოგანი (89. დანილო), ფერნანდინიო (51. სანე), დავიდ სილვა - ბერნარდო სილვა, აგუერო (89. გაბრიელ ჟეზუში), სტერლინგი 

კომენტარები

ბოლო ამბები