Thumbnail
  • ატლეტიკო 3:2 ვალენსია
  • ბარსელონას ჩემპიონობა რამდენიმე დღით გადაიდო

ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში მადრიდის ატლეტიკომ ვალენსიას უმასპინძლა და 3:2 მოუგო. ასე რომ, დიეგო სიმეონეს გუნდი კვლავ 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბარსელონას. ატლეტიკოს ეს თამაში, რომ წაეგო, ბარსელონა ოფიციალურად ხდებოდა ჩემპიონი. ვალენსიამ ამ მარცხით საგრძნობლად გაიუარესა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები (ლა ლიგიდან) - 52 ქულით მე-5 ადგილზეა.

📺 1:0 მორატა (9)

მე-9 წუთზე ატლეტიკო ალვარო მორატამ დააწინაურა, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ კევინ გამეირომ გაათანაბრა. 

📺 3:2 კორეა (81) 

მეორე ტაიმის დასაწყისში კვლავ ატლეტიკო გავიდა წინ, ანტუან გრიზმანმა გაიტანა. 77-ე წუთზე VAR-ის გამოყენებით, მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დანი პარეხომ უნაკლოდ შეასრულა, თუმცა ატლეტიკომ მაინც მოიგო - 81-ე წუთზე ანხელ კორეამ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ჩემპიონობის გასაფორმებლად მოგება ჰყოფნის.

⚽ ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) ბოლო ხუთ სეზონში 15+ გოლი გაიტანა. ასეთი რამ კი მის გარდა კიდევ ორმა შეძლო - ლეო მესიმ და ლუის სუარესმა (ორივე ბარსელონა).

 ალვარო მორატამ 2019 წელს 6 გოლი გაიტანა. ატლეტიკოში მასზე მეტი მხოლოდ გრიზმანმა გაიტანა (8). 

⚽ ლა ლიგაში ვალენსიაზე ნაკლები გოლი მხოლოდ ატლეტიკოს ჰქონდა გაშვებული. ახლა "ღამურებმა" ხეტაფეს გადაასწრეს. 

⚽ ატლეტიკომ მხოლოდ 9 გოლი გაუშვა "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ამ სეზონში. 

ატლეტიკო 3:2 ვალენსია

გოლები: 1:0 მორატა (9), 1:1 გამეირო (36), 2:1 გრიზმანი (49), 2:2 პარეხო (77-პენ), 3:2 ა. კორეა (81)

კომენტარები

ბოლო ამბები