Thumbnail

ჰოკეი | საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა სამივე პერიოდში ორ-ორი გოლი გაუშვა
  • როლანდ სვანიძის გუნდი სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა

საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში მესამე მატჩი გამართა და მეორე მარცხი იწვნია. როლანდ სვანიძის გუნდმა ახალ ზელანდიასთან 2:6 წააგო.

საქართველო 2:6 ახალი ზელანდია

გოლები: 1:0 კოზიულინი (1), 2:2 კურბატოვი (15).

საქართველოს ნაკრებისთვის მატჩი შესანიშნავად დაიწყო. ჯერ კიდევ პირველი წუთი მიმდინარეობდა, როდესაც არტიომ კოზიულინმა გაიტანა და სვანიძის გუნდი დაწინაურდა. 10 წუთის განმავლობაში ქართველი ჰოკეისტები ინარჩუნებდნენ უპირატესობას, თუმცა შემდეგ დროის მოკლე მონაკვეთში ორი გოლი გაუშვეს. მე-15 წუთზე, არტიომ კურბატოვის გოლით საქართველოს ნაკრებმა გაათანაბრა ანგარიში და პირველი პერიოდი 2:2 დასრულდა.

სამწუხაროდ, დარჩენილი ორი პერიოდი ახალი ზელანდიელი ჰოკეისტების უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრებმა სამივე პერიოდში ორ-ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, 2:6 წააგო. როლანდ სვანიძის გუნდს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ისევ მე-5 ადგილზეა.

საქართველოს ნაკრები მექსიკის ეროვნულ გუნდს უსწრებს - ისრაელს, ისლანდიას, ჩრდილოეთ კორეას და ახალ ზელანდიას კი ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ჰოკეისტები 27 აპრილს ისლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები