Thumbnail

ეროვნული ლიგა | ბათუმის დინამომ საბურთალოს მოუგო და გალიდერდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისური გუნდი 2:0-ს იგებდა და ვერ შეინარჩუნა უპირატესობა
  • აჭარული გუნდი პირველ ადგილზეა

ეროვნული ლიგის მეათე ტური ორი საინტერესო მატჩით დაიწყო. ბათუმის დინამომ მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა მეტოქე. შედეგად, აჭარული გუნდი სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.

მატჩი თბილისელთა უპირატესობით დაიწყო და მალევე, ბათუმელთა კარში ორი გატანილი გოლი ვიხილეთ. ჯერ გიორგი დიასამიძემ გამოიჩინა თავი, ხოლო შემდეგ ოგნიემ როლოვიჩმა.

გაშვებული გოლების შემდეგ, ბათუმის დინამომ აქტიურად შეუტია და დროის მოკლე მონაკვეთში აღადგინა წონასწორობა. ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეამცირა სხვაობა, ოგნიენ როლოვიჩის ავტოგოლით კი ანგარიში გათანაბრდა, 2:2. ოთხივე გოლი პირველ 25 წუთში ჩაეტია!

პირველი ტაიმის მიწურულს, ნიკოლოზ საბანაძემ წინ გაიყვანა დინამო, მეორე ტაიმში კი გაბრიელ რამოსის გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, 4:2. ამ დრამატულ შეხვედრაში გულშემატკივრებმა გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანიც იხილეს: 37-ე წუთზე პენალტი ბათუმელმა ჯოვინო ფლამარიონიმ ვერ გაიტანა.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში რუსთავი ლოკომოტივს დაუპირისპირდა. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. ერთი გოლი რუსთაველმა გადრანმა საკუთარ კარში გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი კირკიტაძემ დააფიქსირა. სატურნირო ცხრილს 10 თამაშიდან 22 ქულით ბათუმის დინამო ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 21 ქულით საბურთალოა.

ბათუმის დინამო 4:2 საბურთალო - საოცარი მატჩი და საოცარი ატმოსფერო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019

დინამო ბთ. 4:2 საბურთალო

გოლები: 0:1 დიასამიძე (7), 0:2 როლოვიჩი (18), 1:2 მამუჩაშვილი (22), 2:2 როლოვიჩი (25-საკ. კარში), 3:2 საბანაძე (41), 4:2 რამოსი (59).

რუსთავი 0:2 ლოკომოტივი

გოლები: 0:1 გადრანი (3-საკ. კარში), 0:2 კირკიტაძე (60).

რუსთავი - ლოკომოტივი

ლოკომოტივი მატჩის დებიუტში დაწინაურდა ⚽⚽⚽

Posted by FC Locomotive Tbilisi on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019
რუსთავი - ლოკომოტივი

თორნიკე კირკიტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა 🔥🔥

Posted by FC Locomotive Tbilisi on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები