Thumbnail
  • სად გააგრძელებს კარიერას ხამეს როდრიგესი?
  • იტალიური პრესა: კოლუმბიელს მილანში თამაში სურს

ხამეს როდრიგესის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. სამშაბათს, მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველის ამბავი მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა. უახლესი ინფორმაციის თანახმად, ხამესს ბავარიულ გრანდში დარჩენა არ სურს.

ევროპული სპორტული მედია ხამესის სახელს თითქმის ყველა ევროპულ გრანდს უკავშირებდა. ბაიერნს შეუძლია, კოლუმბიელი გამოისყიდოს, მაგრამ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. იტალიური პორტალი ‘კალჩომერკატო’ წერს, რომ როდრიგესმა თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს სთხოვა, იტალიაში გადაიყვანოს. ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის მიზანი მილანში თამაშია.

მანამდე, Goal.com წერდა, რომ ხამესს ნაპოლიში თამაშიც წარმოუდგენია, სადაც მისი ყოფილი სიმამრი, კარლო ანჩელოტი მთავარ მწვრთნელად მუშაობს. იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, კოლუმბიელის იუვენტუსში ტრანსფერი უკვე გამოირიცხა, რადგან კრიშტიანო რონალდო ხამესის გუნდში მიყვანის წინააღმდეგია და ეს კლუბის ხელმძღვანელებსაც უთხრა.

კომენტარები

ბოლო ამბები