Thumbnail

'რეალი ჩემპიონი 33-ჯერ გახდა. ბარსა?' - ზიდანის მთავარი მიზანი მომავალ სეზონში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის მთავარმა მწვრთნელმა მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მიზანი დაასახელა
  • ფრანგი სპეციალისტი ბარსელონასთან მეტოქეობას ტიტულების რაოდენობით აფასებს 

მადრიდის რეალი 2018/19 წლების სეზონში უტიტულოდ დარჩა, მისი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კი, რომელიც გუნდში გაზაფხულზე დაბრუნდა, უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს. 46 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ახლახან ჟურნალისტებთან ესპანეთის ჩემპიონატში ბარსელონასთან მეტოქეობასა და მომავალ სეზონში პრიმერაში წარმატების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

მეტი ამ თემაზე: ზიზუს შავი სია - ფეხბურთელები, რომლებიც რეალს ზაფხულში დატოვებენ

"რეალმა ჩემპიონის ტიტული 33-ჯერ მოიგო. და რამდენი აქვს ბარსელონას? ბოლო დროს კატალონიელები მშვენივრად ასპარეზობენ. ეს ყველამ უნდა ვაღიაროთ და მივულოცოთ მათ, მაგრამ თუკი ვსაუბრობთ ციფრებზე, რეალს მეტი ტიტული აქვს.

ეს დინამიკა უნდა შევცვალოთ. მომდევნო სეზონში შევეცდებით ჩემპიონატი თავიდანვე კარგად დავიწყოთ. პრიმერაში გამარჯვება ჩვენი მთავარი მიზანი იქნება", - აქვეყნებს ზიდანის ნათქვამს Marca.

ფრანგი სპეციალისტი ზაფხულში გუნდის გადახალისებას აპირებს

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალს 2016-18 წლებშიც წვრთნიდა. იმ პერიოდში ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, ესპანეთის ჩემპიონობა კი - ერთხელ (2016/17). 

მადრიდის რეალს ესპანეთის ჩემპიონატი 33-ჯერ აქვს მოგებული, ბარსელონა კი ამ ტიტულს 25-ჯერ დაეუფლა. კატალონიური გუნდი ლა ლიგის მოგებასთან წელსაც ძალიან ახლოსაა.

კომენტარები

ბოლო ამბები