Thumbnail

სადაც გენო, იქაც ლადო - ქართველებმა ინდოეთში რეგულარული დაუმარცხებლად დაასრულეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 4-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო.
  • ნახევარფინალური წყვილები ცნობილია.

ინდოეთის საჭიდაო პრო-ლიგაში დასრულდა რეგულარული სეზონი - 6-გუნდიანი ტურნირიდან გაირკვა ნახევარფინალისტთა ვინაობა. 

8-8 ქულა მოაგროვეს გენო პეტრიაშვილის პენჯაბ როიალსმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ჰარიანა ჰამერსმა და უპ დანგალმა. ამ ტრიოს გარდა პლეი ოფში 4 ქულით ვეერ მარათასი გავიდა.

ჯამში ორმა ქართველმა 9-დან 9 ორთაბრძოლა მოიგო. 

ბოლო მატჩში ჰარიანა ჰამერსმა აქამდე დაუმარცხებელ უპ დანგალს 4:3 მოუგო. ასე რომ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ხინჩეგაშვილის ჭიდაობაც იყო. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი პირველი გავიდა ხალიჩაზე და მეტოქე, ინდოელი ნიტინი 1:2, 5:0 დაამარცხა.

ასე რომ, როგორც პეტრიაშვილმა, ხინჩეგაშვილმაც რეგულარული სეზონი დაუმარცხებლად დაასრულა. ოღონდ, 5-დან 4 ორთაბრძოლა გამართა, ერთში მეტოქის მწვრთნელმა მისი ჭიდაობა დაბლოკა (ამ ტურნირში მსგავსი წესი არსებობს).

1/2 ფინალები

24 იანვარი: პენჯაბი-ვეერი

25 იანვარი: ჰარიანა-დანგალი

ხინჩეგაშვილი V ნიტინი 

კომენტარები

ბოლო ამბები