Thumbnail

ტესტი მსოფლიოს თასის წინ - თბილისში რუსეთის ნაკრები ჩამოდის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 27 აგვისტო: საქართველო V რუსეთი
  • 31 აგვისტო: საქართველო V შოტლანდია

РИА-Спорт-თან ინტერვიუში რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა ანტონ ხალიზოვმა განაცხადა, რომ მსოფლიოს თასის წინ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები თბილისში ტესტ-მატჩს გამართავენ. ეს თამაში 27 აგვისტოს თბილისში შედგება.

ხალიზოვის სიტყვებით, მსოფლიოს თასზე იაპონიაში გამგზავრებამდე ლინ ჯონსის გუნდს სამი ტესტ-მატჩი ელის - 17 აგვისტოს რუსეთი იტალიას ესტუმრება, რაც შეეხება მესამე მეტოქესა და დროს, ეს საკითხი ზუსტდება. დიდი ალბათობით, რუსეთი შინ 31 აგვისტოს ან 1-ელ სექტემბერს ითამაშებს. 

საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 23 თამაშიდან 21 მოუგო, 1 ფრედ დასრულდა და 1 წააგო.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს თასის წინ უკვე დაგეგმილი აქვთ ორი ტესტ-მატჩი შოტლანდიასთან - 31 აგვისტოს "დინამო არენაზე", ხოლო 6 ან 7 სექტემბერს - მარიფილდში.

ოტლანდიელებთან თამაში თავიდან 24 აგვისტოს იყო შეთანხმებული, თუმცა თარიღმა ერთი კვირით გადაიწია. ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა თბილისს პირველი დონის სარაგბო ქვეყანა ეწვევა. როგორც ჩანს, შოტლანდიასთან მატჩის წინ "ბორჯღალოსნები" რუსი "დათვებთან" გახურდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები