Thumbnail

იუვენტუსის ფანები ბრაზობენ! გუნდმა 116-წლიანი ტრადიცია დაარღვია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იუვენტუსის ახალი ფორმა დადასტურდა
  • ტურინული კლუბის ტიფოზები უკმაყოფილებას ვერ მალავენ

იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ მოგების შემდეგ, იუვენტუსმა თავისი გულშემატკივრების საკმაოდ დიდი ნაწილი გაანაწყენა. საქმე ეხება ტურინული გრანდის ახალ ფორმას, რომელიც ბევრს არ მოსწონს.

იუვეს ახალი საშინაო ფორმის შესახებ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს ვწერდით, ახლა კი საბოლოოდ დადასტურდა, რომ ბოლო 116 წელიწადში პირველად, იუვენტუსის საშინაო ფორმას ტრადიციული შავ-თეთრი ზოლები არ ექნება! 2019/2020 წლების სეზონს ტურინელები ახალი ფორმით დაიწყებენ, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ. მართალია, მაისურის ფერები შენარჩუნებულია, მაგრამ ხაზების გარეშე და ვარდისფერი გამყოფი ზოლით შავსა და თეთრს შორის.

იუვეს ახალი ფორმის ფოტოები პირველად მარტის ბოლოს გავრცელდა. ახლა კი, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ახალი საშინაო ფორმა იუვენტუსის ფეხბურთელებს, ფედერიკო ბერნარდესკისა და პაულო დიბალას აცვიათ. ტურინული კლუბის ფანების რეაქცია უმეტესად უარყოფითია. კომენტარებიდან ცხადია, რომ ახალი ფორმა უმრავლესობას არ მოსწონს.

იუვეს ფანებს ტრადიციული ფორმა ურჩევნიათ

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იუვენტუსი აიაქსთან დამარცხდა, შაბათს კი, იუვემ ფიორენტინა 2:1 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ მოიგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ამით ისტორია გადაწერა - ევროპის ტოპ 5 ლიგიდან ასეთი შედეგი სხვა არცერთ გრანდს არასდროს ჰქონია.

იუვენტუსის საშინაო ფორმა 2019/2020

იუვენტუსის საშინაო ფორმა 2019/2020

იუვენტუსის საშინაო ფორმა 2019/2020

იუვენტუსის საგარეო ფორმა 2019/2020

იუვენტუსის მესამე ფორმა 2019/2020

კომენტარები

ბოლო ამბები