Thumbnail

ძალიან დიდი თანხა ფედერიკო კიეზაში - ბაიერნი შეთავაზებას ამზადებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გერმანული კლუბი ფიორენტინას 21 წლის გარემარბის გადაბირებაზე ფიქრობს
  • ახალგაზრდა ფეხბურთელი ტურინის იუვენტუსს, ნაპოლისა და ინტერსაც სურთ  

ფიორენტინას ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა, რომელზეც თვალი ტურინის იუვენტუსს, ნაპოლისა და მილანის ინტერს უჭირავს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა გერმანიაში აღმოჩნდეს.

მეტი ამ თემაზე: ტრანსფერები | იტალიური ფეხბურთის ორი იმედი იუვენტუსში?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიჭიერი იტალიელი გარემარბის ხელში ჩაგდება მიუნხენის ბაიერნსაც სურს, რომელიც მზადაა, ფლორენციულ კლუბს მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზოს. ბავარიელებს ამხელა თანხა ჯერ არცერთ ფეხბურთელში გადაუხდიათ. 

აღსანიშნავია, რომ 21 წლის კიეზას ტრანსფერის ფიორენტინასგან გამოსყიდვის უპირატესი უფლება ნაპოლის აქვს, მაგრამ ფეხბურთელის შესაძენად კონკურენტების წინადადებების გადაფარვა მოუწევს. 

ფედერიკო კიეზა წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ენრიკო კიეზას ვაჟია. ის ფიორენტინას აღზრდილია, რომლის შემადგენლობაში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. 

მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს 32 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. ფედერიკოს იტალიის ეროვნულ ნაკრების მაისურით უკვე 12 შეხვედრაში უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები