Thumbnail
  • ფილადელფიამ ბრუკლინს მეხუთე თამაში 122:100 მოუგო
  • კონფერენციის ნახევარფინალში სიქსერსს ტორონტო ელოდება
  • ჯოელ ემბიიდი ჩემპიონობაზე თამამად საუბრობს

ფილადელფია სიქსერსი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშია! ჯოელ ემბიიდმა და კომპანიამ ბრუკლინ ნეტსი მეხუთე თამაშში 122:100 დაამარცხეს და სერია 4:1 მოიგეს.

საკუთარი პუბლიკის წინაშე ფილამ თამაში შესანიშნავად, 14:0 გაქცევით დაიწყო, პირველი მეოთხედის მიწურულს კი უკვე 20 ქულით იგებდა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯოელ ემბიიდი გახდა, რომელმაც 23 ქულა და 13 მოხსნა სულ რაღაც 20 წუთში ჩააგდო. სიქსერსს საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდა, რის გამოც ემბიიდს ხშირად ასვენებდნენ. ბენ სიმონსმა 13 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა დააგროვა.

“ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფრის მოგება შეგვიძლია!” - განაცხადა მატჩის შემდეგ ემბიიდმა და მას ბრუკლინის მთავარი მწვრთნელი კენი ატკინსონიც დაეთანხმა: “დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ.”

📺 ვიდეო: ფილადელფია 122:100 ბრუკლინი (მიმოხილვა)

პლეი ოფის მეორე წრეში ფილადელფია ტორონტოს შეხვდება. რეპტორსმა ორლანდო მეჯიქი მეხუთე დუელში 115:96 დაამარცხა და სერია 4:1 მოიგო. ტორონტოდან საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო - 27 ქულით. პასკალ სიაკამმა 24 ქულა დააგროვა. ამრიგად, რეპტორსმა ზედიზედ მეოთხედ გადალახა პლეი ოდის პირველი რაუნდი, რაც გუნდის ახალი რეკორდია.

საინტერესოა, რომ კავაი ლეონარდს თავის კარიერაში ფილადელფიასთან არასდროს წაუგია - 13:0.

📺 ვიდეო: ტორონტო 115:96 ორლანდო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები