Thumbnail

ესეკიელ ავილას ფანტასტიკური გოლი ეიბარის კარში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უესკა 2:0 ეიბარი
  • ესეკიელ ავილამ მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ლა ლიგის 34-ე ტურში უესკამ ეიბარს უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. უესკა ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და ჯერჯერობით მცირე შანსსაც ინარჩუნებს. მასპინძლებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. 54-ე წუთზე ენრიკ გალეგომ ქუსლით მოახერხა გატანა, ხოლო 3 წუთში ესეკიელ ავილამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. ფერეიროს ჩაწოდების შემდეგ, ავილამ ულამაზესი დარტყმით შეძლო დმიტროვიჩის კარში გატანა.

უესკას 29 ქულა დაუგროვდა და 4 მატჩი რჩება. მათი მომდევნო მეტოქე ვილიარეალია, რომელსაც სტუმრად ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები