Thumbnail
  • გოგა ბითაძე და მწვრთნელი იასმინ რეპეშა ბუდუჩნოსტიდან წავიდნენ
  • 26 აპრილს გოგა პარტიზანის წინააღმდეგ ითამაშებს

19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ბუდუჩნოსტში აღარ ითამაშებს - მას მერე, რაც მისი გუნდი ადრიატიკის სუპერფინალის მე-5 გადამწყვეტ შეხვედრაში 43-ქულიანი ანგარიშით დამარცხდა ცრვენა ზვეზდასთან, ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის MVP-მ მონტენეგროელთა რიგები დატოვა. პოდგორიცელთა მწვრთნელობიდან წავიდა იასმინ რეპეშაც. 

საქმე ის არის, რომ გოგა ბითაძე მეგა ბიმაქსის კალათბურთელია, ბუდუჩნოსტში ის ევროლიგისა და ადრიატიკის ლიგის სეზონის დასრულებამდე იმყოფებოდა, რადგან ორივე ეს ტურნირი პოდგორიცელებისთვის დასრულებულია, გოგამ გუნდის რიგები დატოვა, სადაც ფანების საყვარელი კალათბურთელი გახდა. 

გუნდიდან იასმინ რეპეშაც წავიდა

თუმცა სეზონი ჯერ დასრულებული არ არის - რჩება სერბეთის სუპერ ლიგა. მეგა ბიმაქსი B ჯგუფშია და 26 აპრილს ბელგარდის პარტინანს სტუმრობს. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს NBA-ს დრაფტია, რომელზეც ქართველი ცენტრი ოფიციალურად დადგა და მას დიდი ალბათობით, დრაფტის პირველ წრეში აირჩევენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები