Thumbnail

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფრე აზერბაიჯანთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ამხანაგური მატჩი.
  • U21 საქართველო 1:1 U21 აზერბაიჯანი.
  • საქართველოს ნაკრებში ბექა მიქელთაძე გამოირჩა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გია ცეცაძის თავკაცობით პირველი შეხვედრა გამართა და აზერბაიჯანთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩი თურქეთში, ბელეკში გაიმართა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა: სამტრედიას მცველმა გიორგი ახალაძემ საკუთარი კარი დალაშქრა და აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრები დაწინაურდა.

მეორე ნახევარი გია ცეცაძის შეგირდებმა უფრო აქტიურად ჩაატარეს და გაათანაბრეს კიდეც ანგარიში - შედეგიანი დარტყმა რუსთავის ფორვარდის, ბექა მიქელთაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ ფრე, 1:1.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა აზერბაიჯანთან მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: ჩოჩიშვილი, ნადირაძე, ქანთარია, კობოური, ახალაძე, სამურკასოვი, ბაშალეიშვილი, შულაია, რუხაძე, არველაძე, მიქელთაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: შოვნაძე, ჩაჩუა, კამლაძე, გიორბელიძე, კუცია, ხარებაშვილი, მაჭარაშვილი, გადრანი, საღრიშვილი, ღუდუშაური.

კომენტარები

ბოლო ამბები