Thumbnail

იმედის ფსონი | ორივეს გატანა ჰამბურგი-ლაიპციგისა და ვერდერი-ბაიერნის მატჩებში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 21 აპრილის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წინა, 21 აპრილის გადაცემაში, მოგებასთან ძალიან ახლოს იყოს სტუმრის, გიორგი ჯაფარიძის ბილეთი, რომელიც 6 პოზიციისგან შედგებოდა (კოეფიციენტი 11,3). არაზუსტი მხოლოდ ევერტონი-მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის პროგნოზი აღმოჩნდა. გიორგიმ სტუმრების არწაგება ივარაუდა, მაგრამ მასპინძლებმა გამარჯვება (4:0) შეძლეს.  

დღეს, ლევან სალუქვაძემ 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით არის 10,2.  მის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი გერმანიის თასის ნახევარფინალში, ჰამბურგი-ლაიპციგის მატჩში ორივეს გატანას აქვს - 1,90. 

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ბილეთში პირველი ხელბურთის მატჩია. ჩემპიონთა ლიგაში, სადაც მეოთხედფინალები დაიწყო, ჩემი ფავორიტი გერმანული ფლენსბურგია, რომელიც ვეშპრემს მასპინძლობს და მგონია, რომ მოუგებს. მასპინძლის ფაქტორი ხელბურთში, თანაც გერმანიაში, ბევრს ნიშნავს.   

გერმანიის თასის ნახევარფინალში ჰამბურგი-ლაიპციგის შეხვედრაა. ვფიქრობ, რომ როგორც გერმანიის სათასო მატჩებში ხშირად ხდება ხოლმე, ორივე გუნდი გაიტანს.

ჩემი მესამე თამაშიც გერმანიის თასიდანაა - ვერდერი-ბაიერნი. ვერდერს ჰქონდა გრძელი წაუგებელი სერია, რომელიც სწორედ მიუნხენში ბაიერნთან შეწყვიტა (0:1). ვერდერმა დორტმუნდი გააგდო და ვფიქრობ, რომ ამ მატჩშიც ორივე გაიტანს.

ჩემი ბილეთი რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩით დასრულდება. ვფიქრობ, უმაღლესში გადმოსვლისთვის მებრძოლი ნიჟნი ნოვგოროდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მშვენიერი სტადიონი აუშენეს და წესით, არ უნდა მოაცდინონ პირველი ლიგისთვის, შინ ბალტიკას აჯობებს, რომელიც გასვლაზე ცუდად თამაშობს.  

გადაცემის სტუმარი "სილკ სპორტის" კომენტატორი, პროგნოზისტი გიორგი სიტი იყო. მისი ბილეთი 5 პოზიციისგან შედგება - ყველა ჩოგბურთის მატჩიდან. ბილეთის ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით 11,3-ს შეადგენს.

რაც შეეხება მაყურებლის ბილეთს, აქ ექვსი თამაშია, მისი ჯამური კოეფიციენტი კი, ევროპაბეთის მიხედვით, 15,5 გახლავთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები