Thumbnail

TOP 5 ქართველი სპორტსმენი, რომლებსაც ინსტაგრამზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. სოციალურ ქსელებში მათი გულშემატკივართა რაოდენობა იმატებს და სპორტსმენებიც ცდილობენ, რომ გამომწერებისთვის საინტერესო ფოტო ან ვიდეო გადაიღონ და სოციალურ ქსელში ატვირთონ.

წარმოგიდგენთ იმ 5 ქართველ სპორტსმენს, რომლებსაც ინსტაგრამზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ.

ზაზა ფაჩულია - 301 000 გამომწერი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილ კაპიტანს ქართველ სპორტსმენებს შორის ინსტაგრამზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს. რა თქმა უნდა, ზაზას ასეთი პოპულარობა გოლდენ სტეიტთან ერთად მოგებულმა ორმა ბეჭედმა განაპირობა. ზაზა ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ინსტაგრამზე 100-ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ფაჩულიას გვერდი ხშირად ხვდებოდა NBA-სა და გოლდენ სტეიტის ოფიციალურ გვერდებზე. შესაბამისად, გამომწერთა დიდი რაოდენობაც ქართველ კალათბურთელს ასე დაუგროვდა.

ჯანო ანანიძე - 92 000 გამომწერი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ჯანო ანანიძე 92 ათასი გამომწერით მეორე ადგილზეა.

ჯანო როჯერ ფედერერთან ერთად.

გურამ კაშია - 44 000 გამომწერი

ამერიკული სან ხოსესა და საქართველოს ნაკრები მცველი, ქართველ ფეხბურთელებს შორის გამომწერებით მეორე ადგილზეა. ის მხოლოდ ჯანო ანანიძეს ჩამორჩება. გურამზე 2-ჯერ ნაკლები გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე ვაკო ყაზაიშვილს - 21,5 ათასი.

ლაშა ტალახაძე - 42 000 გამომწერი

ქართველი ძალოსანი მე-4 ადგილზეა. ოლიმპიურ ჩემპიონს 42 ათასი გამომწერი ჰყავს. ლაშა ტალახაძეს ერთხელ აქვს მოგებული ოლიმპიადა, 3-ჯერ მსოფლიო ჩემპიონატი და 4-ჯერ ევროპის ჩემპიონობა. ქართველი სპორტსმენი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და კიდევ უამრავი ტრიუმფი ელის წინ. შესაბამისად, ლაშას გამომწერთა რაოდენობაც კვლავ გაიზრდება.

View this post on Instagram

🏆🏆🥇❤️

A post shared by lasha talaxadze (@talaxadzelasha) on

ოქრიაშვილი და ბასილაშვილი - 40 000 გამომწერი 

თორნიკე ოქრიაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის გამომწერები ჰყავთ. ამ დროის მათი გამომწერთა რიცხვი 40,6 ათასს აჭარბებს.

ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლი სევილიასთან 

View this post on Instagram

👆🏽 spasibo vsem !!!

A post shared by Tornike Okriashvili (@okriashvilii) on

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ანდრეა პირლო EUROPEBET-ის სარეკლამო კლიპის გადაღებაზე

რაც შეეხებათ, ხუთეულის მიღმა დარჩენილებს. ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გიორგი არაბიძესა და ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას 36-ათასზე მეტი გამომწერი ჰყავთ.

ხინჩეგაშვილმა ოლიმპიური ოქროს მოგება გაიხსენა

View this post on Instagram

this feeling 🤩

A post shared by Vladimer Khinchegashvili (@vladimerkhinchegashvili) on

არაბიძემ ახალგაზრდულ ნაკრებში, ბოლო სანაკრებო პაუზის დროს, ორ ამხანაგურ მატჩში 3 გოლი გაიტანა.

View this post on Instagram

❤️🇬🇪🤫🤫 One more 🙌

A post shared by Giorgi Arabidze (@garabidze) on

ტრავმის შემდეგ, თორნიკე შენგელია დაბრუნდა და ბასკონიასთან ერთად დიდი მიზნებისთვის იბრძვის.

მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავას ინსტაგრამზე 32 ათასი გამომწერი ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები