Thumbnail

რუხი მგელი იაპონურ დოჰიოზე - ქართველი სუმოისტების კეშო-მავაშების კოლექცია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო, მურა დათვი და რუხი მგელი
  • ქართველი სუმოისტების კეშო-მავაშების გალერეა
  • ყველაზე ორიგინალური კეშო-მავაშები

გაზაფხულის ჯუნგიო (ტური) იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში გრძელდება, ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მაისის ბაშოსთვის ინტენსიურად ემზადებიან.

ჯუნგიო 29 აპრილს დასრულდება, ხოლო 30-ში სუმოს ახალი ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოქვეყნდება, რომელშიც ტოჩინოშინი ოძეკის რანგიდან სეკივაკეს რანგში ჩამოქვეითდება. 

წაიკითხე | ტრამპი ტოჩინოშინს ნახავს - ამერიკის პრეზიდენტი ბაშოს დაესწრება

მანამდე ჯუნგიოზე მყოფმა ოთხივე ოძეკიმ: ტოჩინოშინი, ტაკაიასუ, გოეიდო და ტაკაკეიშო, ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რომელშიც ტოჩინოშს შედარებით ახალი დიზაინის კეშო-მავაში აცვია. 

კეშო-მავაში: არასაბრძოლო მავაში, რომელიც სუმოისტებს ძირითადად ბრძოლის წინ დოჰიოზე გასვლის დროს მოსავთ. 

იაპონურად - ორნამენტიანი ქამარი.

კეშო-მავაშის დიზაინს სუმოისტები ხანდახან ცვლიან ხოლმე. საინტერესოა, როგორი დიზაინის კეშო-მავაშები ემოსათ ქართველ პროფესიონალ სუმოისტებს - კოკაის (ლევან ცაგურია), ცუკასაუმის (გიორგი ცაგურია), ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) და გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი).

ისევე, როგორც სხვა ქართველ სუმოისტებს, დედამიწის სხვა მხარეში მოასპარეზე სპორტსმენებს, ტოჩინოშინსაც მკვეთრად გამოხატული პარტიოტული მოტივები ახასიათებს კეშო-მავაშის დიზაინის შერჩევისას. თუმცა იყო მურა დათვის გამოსახულებაც მავაშიზე, ახლა კი რუხი მგელის დროა. ქვემოთ ქართველთა კეშო-მავაშების კოლექციას გთავაზობთ, რომელიც სრული არ არის. 

📷 ქართველი სუმოისტების კეშო-მავაშები

კოკაი

კოკაი

ცუკასაუმი

გაგამარუ

გაგამარუ

გაგამარუ

ტოჩინოშინი

ტოჩინოშინი

ტოჩინოშინი

ტოჩინოშინი

ტოჩინოშინი

სუმოისტები ხშირად კეშო-მავაშის შერჩევისას საკმაოდ ორიგინალურ დიზაინს გვთავაზობენ. ქვემოთ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ. 

📷 უცნაური კეშო-მავაშები

ტაკაიასუ

ოძეკი "ჩარლი ჩაპლინის" დიზაინით

ბარუტო

ესტონელმა გოლიათმა მავაშიზე საკუთარი თავი წარადგინა

ჩიოტაირიუ

იაპონელთა სუპერ გმირი Kinnikuman მავაშიზე

კისენოსატო

იოკოძუნას მავაში Hello Kitty-ის სტილში

დაიშომარუ

თოჯინა Daruma - იღბლიანობის სიმბოლოა, ის პატრონს ავი სულებისგან იცავს 

კომენტარები

ბოლო ამბები