Thumbnail

იკარდი პსჟ-ის მთავარი სამიზნეა - რამდენს მოითხოვს ინტერი არგენტინელში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერს სეზონის დასრულების შემდეგ ყოფილი კაპიტნის გასხვისება სურს
  • არგენტინელმა ფორვარდმა კარიერა შესაძლოა ფრანგულ ლიგაში გააგრძელოს
  • პარიზელებს 26 წლის თავდამსხმელი ედინსონ კავანის შემცვლელად ესახებათ

მილანის ინტერის თავდამსხმელი მაურო იკარდი შესაძლოა ზაფხულში პარი სენ-ჟერმენში აღმოჩნდეს. როგორც იტალიური მედია იუწყება, არგენტინელი ფეხბურთელი პარიზული კლუბისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პრიორიტეტული სამიზნე იქნება. 

როგორც ირკვევა, პარი სენ-ჟერმენი 26 წლის იკარდის, მასზე ექვსი წლით უფროსი ურუგვაელი ფორვარდის, ედინსონ კავანის შემცვლელად განიხილავს.

პარიზელებს მაური იკარდის ტრანსფერის თაობაზე ნერაძურისთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაიწყიათ, თუმცა წერენ, რომ არგენტინელისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ პსჟ იქნება. სავარაუდოდ, ინტერი იკარდიში, რომლის ფასმა კლუბში კონფლიქტისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო დაიკლო, 70 მილიონ ევროს მაინც მოითხოვს. 

მანამდე არგენტინელი თავდამსხმელის ცოლი და აგენტი ვანდა ნარა აცხადებდა, რომ მაურო ინტერში მომავალ სეზონშიც დარჩება, თუმცა მოგვიანებით დაიწერა, რომ მილანურ კლუბს იკარდის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს, მის შემცვლელად კი მანჩესტერ იუნაიტედის ბელგიელ თავდამსხმელს, რომელუ ლუკაკუს განიხილავს.

მაურო იკარდის ინტერთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. იწერებოდა რომ მისი გადაბირებით ასევე ინტერესდებიან მადრიდის რეალი, მადრიდის ატლეტიკო და ნაპოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები