Thumbnail

რობი ფაულერი ავსტრალიაში - ლივერპულის ლეგენდა სამწვრთნელო კარიერას იწყებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლივერპულის ყოფილი ფორვარდი სამწვრთნელო საქმიანობას იწყებს
  • 44 წლის რობი ფაულერი ავსტრალიაში იმუშავებს

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ლივერპულის ლეგენდა რობი ფაულერი მწვრთნელი გახდა და მისი პირველი სამსახური ავსტრალიის პირველი ლიგის გუნდი ბრისბენ როარი იქნება. 44 წლის ფაულერი კლუბმა ოფიციალურად წარადგინა - ინგლისელმა ავსტრალიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რობი ფაულერი ლივერპულის გულშემატკივრებს განსაკუთრებით უყვართ

"ბევრი ვიშრომე იმისათვის, რომ ეს სამსახური დამემსახურებინა. მინდა, რომ ხალხმა სერიოზულად მიმიღოს, როგორც მწვრთნელი. დიდი ხანია, სერიოზული გუნდის გაწვრთნა მინდა და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა," - განაცხადა ფაულერმა პრეზენტაციაზე.

შეგახსენებთ, რომ ფაულერმა, რომელსაც ლივერპულის ფორმით 344 მატჩში 163 გოლი აქვს გატანილი, აქტიური სპორტული კარიერა სწორედ ავსტრალიაში, პერთ გლორიში დაასრულა (2011).

📺 ვიდეო: რობი ფაულერის გოლის ცნობილი აღნიშვნა

კომენტარები

ბოლო ამბები