Thumbnail

სკანდალი NBA-ში! ლეიკერსის ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სკანდალი ლიუკ უოლტონის გარშემო
  • ლეიკერსის ექს-მწვრთნელს ჟურნალისტი ძალადობაში ადანაშაულებს

NBA-ში ცნობილ მწვრთნელ ლიუკ უოლტონს სასამართლოს წინაშე თავის მართლება მოუწევს. ლეიკერსის ყოფილ დამრიგებელს, რომელიც მომავალ სეზონში საკრამენტოში იმუშავებს, ჟურნალისტი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც პორტალი TMZ სასამართლოს საბუთებიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით წერს, 39 წლის უოლტონს ჟურნალისტი უჩივის. როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, უოლტონი მას წიგნის პროექტის შესახებ სასაუბროდ სანტა მონიკაში (კალიფორნია) შეხვდა, სასტუმროს ნომერში შეიყვანა და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, კოცნა დაუწყო და ძალადობა სცადა. მოგვიანებით, უოლტონმა ჟურნალისტი გაუშვა.

ლეიკერსმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ კლუბს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. “მსგავსი ინფორმაცია რომ გვქონოდა, NBA-ს აუცილებლად შევატყობინებდით. ლიუკ უოლტონის ჩვენთან მუშაობის პერიოდში არანაირი ცნობა არ მიგვიღია,” - აცხადებს კლუბის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ ლიუკ უოლტონმა ლეიკერსში 3 სეზონი გაატარა, ის 12 აპრილს გაათავისუფლეს. სამი დღის შემდეგ, უოლტონმა საკრამენტოსთან გააფორმა კონტრაქტი.

კომენტარები

ბოლო ამბები