Thumbnail

ჰოკეი | პირველი 3 ქულა - საქართველოს ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ალექსანდრე ვასილჩენკომ მექსიკას სამჯერ გაუტანა
  • საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და ჯგუფში მე-5 ადგილზეა 

საქართველოს ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. როლანდ სვანიძის გუნდმა მასპინძელი მექსიკა 3:2 დაამარცხა.

მექსიკა 2:3 საქართველო

გოლები: 0:1 ვასილჩენკო (13), 1:2 ვასილჩენკო (28), 1:3 ვასილჩენკო (47).

მექსიკა-საქართველოს დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი პერიოდი ფრედ, 1:1 დასრულდა, მეორე პერიოდი ქართველებმა 1:0 მოიგეს, დასკვნით პერიოდში კი ისევ 1:1 დაფიქსირდა და შედეგად, სვანიძის გუნდმა მინიმალური სხვაობით, 3:2 სძლია მეტოქეს. 

მატჩის გმირი ალდექსანდრე ვასილჩენკოა, რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა და ჰეთთრიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ვასილჩენკომ პირველ შეხვედრაში ჩრდილოეთ კორეასაც გაუტანა და მთლიანობაში, მის აქტივში უკვე ოთხი ზუსტი გასროლაა.

საქართველოს ნაკრების მიზანი B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, ამისთვის კი საჭიროა რომ ჯგუფში ბოლო ადგილს ასცდეს. 2 ტურის შემდეგ, როლანდ სვანიძის გუნდს 3 ქულა აქვს, ცხრილში მე-5 პოზიციაზეა და უქულო მექსიკას უსწრებს. თუმცა, საქართველოს ნაკრები მხოლოდ შაიბების უარყოფითი შეფარდებით ჩამორჩება ასევე 3-ქულიან ჩრდილოეთ კორეას, ახალ ზელანდიას და ისლანდიას, ლიდერი კი 6 ქულით ისრაელია. A დივიზიონის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები